08:05 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-01 19:34:31, 1068 ნახვა

ომი უკრაინაში
სი ძინპინი - ჩინეთის პოზიცია უკრაინაში კრიზისთან დაკავშირებით თანმიმდევრული და მკაფიოა

ჩინეთის პოზიცია უკრაინაში კრიზისთან დაკავშირებით თანმიმდევრული და მკაფიოა, - ამის შესახებ ჩინეტის პრეზიდენტმა სი ძინპინმა ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შეხვედრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ჩინეთის პოზიციის არსი არის მშვიდობისა და მოლაპარაკებების ხელშეწყობა, აქედან გამომდინარე ქვეყნებმა უნდა გამოიჩინონ პატივისცემა უსაფრთხოებისადმი და დავიწყებულ უნდა იქნას ცივი ომი.

„ჩინეთის პოზიცია უკრაინაში კრიზისის პოლიტიკურ გადაწყვეტასთან დაკავშირებით გამოქვეყნდა. ჩინეთის პოზიციის არსი არის მშვიდობისა და მოლაპარაკებების ხელშეწყობა. ჩვენ უნდა მივყვეთ პოლიტიკური მოგვარების მიმართულებას, დავივიწყოთ ცივი ომის მენტალიტეტი, პატივი ვცეთ უსაფრთხოების სფეროში ყველა ქვეყნის ლეგიტიმურ შეშფოთებას და ავაშენოთ ევროპული უსაფრთხოების დაბალანსებული, ეფექტური და მდგრადი არქიტექტურა“, - განაცხადა ჩინეთის პრეზიდენტმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics