03:48 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-01 11:22:50, 488 ნახვა

საზოგადოება
ოკაცეს კანიონი „საქართველოს ყველაზე სათავგადასავლო ეროვნული პარკის” ტიტულის მფლობელი გახდა

წელს, ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში არსებულ ყოველწლიურ კონკურსში Welcome to Georgia 7 დაცული ტერიტორია იყო ჩართული. გამარჯვებული საერთაშორისო და ქართველი პროფესიონალებისგან შემდგარმა ჟიურიმ დაასახელა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

როგორც დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, თამარ ხახიშვილმა აღნიშნა, ისეთი მნიშვნელოვანი კონკურსები, როგორიც ტურიზმის ეროვნული დაჯილდოებაა, ხელს უწყობს ეკოტურიზმის პოპულარიზაციას.

„ოკაცეს კანიონი ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ გორდში მდებარეობს და ექსტრემალური თავგადასავლების მოყვარულებს დაუვიწყარ თავგადასავლებს სთავაზობს. საქართველოში პირველი კლდეზე კიდული ბილიკი ოკაცეს კანიონს მიუყვება. ბილიკი ვიწროა და წრიული მოგზაურობა მხოლოდ ერთი მიმართულებითაა შესაძლებელი. 780 მეტრი სიგრძის კიდული ბილიკი 152 მეტრის სიმაღლეზეა, ბილიკის გვირგვინს კი, პანორამული გადასახედი წარმოადგენს. 

ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება - Welcome to Georgia  ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში არსებული ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიაა, რომელიც საქართველოში 2015 წლიდან ტარდება. ღონისძიებამ წარმატებით დაიმკვიდრა თავი, როგორც უნიკალურმა პლატფორმამ ქვეყნის ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორის განვითარებაში“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics