|
2023-03-01 09:24:22, 1070 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - ჩვენი მიწის გასათავისუფლებლად აქტიური მოქმედებებისთვის ვემზადებით
ჩვენი მეომრების დასაბრუნებლად და ჩვენი მიწის გათავისუფლების მიზნით, აქტიური მოქმედებებისთვის ვემზადებით, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. სახელმწიფოს მეთაურის თქმით, ურთულესი ვითარებაა ბახმუტში, სადაც ქალაქის დასაცავად ბრძოლები მიმდინარეობს. "დღეს გავმართე შტაბის მორიგი სხდომა გაფართოებულ ფორმატში. დაზვერვის მთავარმა სამმართველომ, თავდაცვის სამინისტრომ, მთავარსარდალმა და მიმართულებების მეთაურებმა მოხსენებები წარადგინეს. ჩვენ ფრონტის ხაზის თითოეულ მიმართულებაზე დეტალური ინფორმაცია გვაქვს. ურთულესი მდგომარეობაა ისევ ბახმუტში, სადაც ქალაქის დასაცავად მნიშვნელოვანი ბრძოლები მიმდინარეობს. მხოლოდ ერთ მაგალითს მოვიყვან. დღესდღეობით, შტაბის შეხვედრები იმართება საკმაოდ ხშირად - კვირაში ორჯერ მაინც. ბოლო შეხვედრა ხუთშაბათს გაიმართა. დღეს კი, გენერალმა სირსკიმ განაცხადა, რომ ბოლო შეხვედრის შემდეგ, მხოლოდ მისი მიმართულებით 800-მდე ოკუპანტი მოკლეს. რუსეთი ხალხს საერთოდ არ ითვლის. ბრძოლის ინტენსივობა მხოლოდ იზრდება. ჩვენი მეომრების დასაბრუნებლად და ჩვენი მიწის გათავისუფლების მიზნით, აქტიური მოქმედებებისთვის ვემზადებით. გვახსოვს ჩვენი აბსოლუტურად სამართლიანი მიზანი და ყოველდღე ვუახლოვდებით მის განხორციელებას - უკრაინა თავისუფალი იქნება", - განაცხადა ზელენსკიმ. პრეზიდენტის თქმით, უკრაინაში იმყოფება ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მთავარი პროკურორი კარიმ ხანი, რომელიც "რუსი დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემის საქმეში ისტორიულ როლს ითამაშებს". "რუსეთის გენოციდურ პოლიტიკას ჩვენი ხალხის მიმართ აუცილებლად ექნება გარდაუვალი სამართლებრივი შედეგები ყველასთვის, ვინც მოიფიქრა, მოიწონა და განახორციელა ასეთი პოლიტიკა. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს ეხებათ არა მხოლოდ შემსრულებლებს, არამედ ტერორისტული სახელმწიფოს უმაღლეს პოლიტიკურ და სამხედრო ხელმძღვანელ პირებს", - ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)