|
2023-02-25 12:05:34, 1806 ნახვა
კომენტარი
სამხარაძე ხოშტარიაზე - პარადოქსია, რომ რადაში სხდომაზე შეუშვეს ქალი, რომელიც მოსკოვის თეატრიდან “გაპრავებულად” კრემლის დაფინანსებას იღებს!
„აქ შეუძლია ლაკა ხოშტარიას ზოგიერთი თინეიჯერის დაბოლება, რომ ეს ნორმალურია და კრემლის ფულად არ ითვლება, მაგრამ დამიჯერეთ, უკრაინელებმა ძალიან კარგად იციან, რა არის რუსეთის დიდი თეატრი და როგორ ან ვინ აკონტროლებს მის მენეჯმენტს და თანხებს!“- წერს სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე. „პარადოქსია, რომ გუშინ უკრაინაში, ომის წლისთავზე, რადაში სხდომაზე შეუშვეს ქალი, რომელიც მოსკოვის მარიინსკის თეატრიდან “გაპრავებულად” კრემლის დაფინანსებას იღებს! აქ შეუძლია ლაკა ხოშტარიას ზოგიერთი თინეიჯერის დაბოლება, რომ ეს ნორმალურია და კრემლის ფულად არ ითვლება, მაგრამ დამიჯერეთ, უკრაინელებმა ძალიან კარგად იციან, რა არის რუსეთის დიდი თეატრი და როგორ ან ვინ აკონტროლებს მის მენეჯმენტს და თანხებს! ესეც არ იკმარეს და კიევის ცენტრიდან, თბილისში შეკრებილი დევნილი უკრაინელი ქალბატონების და ვაჟკაცი ბიჭებისთვის, მიმართვა გააკეთებინეს! შეურაცხყოფა მიაყენეს ომში დაღუპულ გმირ მეომრებს, მათ ოჯახებს და სრულიად უკრაინულ საზოგადოებას! ამ დროს, საქართველოში უკრაინის ელჩობის როლის შემსრულებელი, stand-up comedy-ის გამოსვლა რომ გეგონება, იდიოტური განცხადებებით, ოცნების დეპუტატებს ცილს წამებს და დეზინფორმაციებს ავრცელებს! რომ გაგიგოთ უკრაინელმა ხალხმა ლაკას ვოიაჟი, რას შვებით მერე?“- წერს სამხარაძე.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)