23:01 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-23 10:41:39, 1347 ნახვა

მსოფლიო
რიში სუნაკი - უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი, ამაზე მუშაობის დაწყება უკვე შესაძლებელია

უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი, ამაზე მუშაობის დაწყება უკვე შესაძლებელია,- ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა განაცხადა.

სუნაკის თქმით, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების გზაზე აუცილებელია, ქვეყანა უზრუნველყოფილი იყოს ნატო-ს სტანდარტების სამხედრო ტექნიკით, ასევე აუცილებელია შეიარაღებული ძალების გადამზადება

"ვეთანხმები ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს, რომელმაც განაცხადა, რომ უკრაინა ნატოს წევრი გახდება. თუმცა, ჩვენ ასევე უნდა ვკონცენტრირდეთ დღევანდელ სიტუაციაზე. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ უკრაინის უსაფრთხოების მხარდაჭერისკენ მიმართული გრძელვადიანი გეგმა გაგვაჩნია - ამის ნაწილია ის წვრთნები, რომლებსაც ახლა ვატარებთ.

ეს არის კარგი მაგალითი იმისა, თუ რისი გაკეთება გვინდა. რადგან ნატოს წევრობის გზაზე აუცილებელია უკრაინას მივაწოდოთ ალიანსის რაც შეიძლება მეტი სტანდარტული აღჭურვილობა, ასევე სხვადასხვა ქვეყნის ყველა ძალების თავსებადობა უნდა უზრუნველყოთ, ამიტომ უკრაინელი მფრინავების მომზადება ნატოს ტაქტიკით ასევე ამ პროცესის ნაწილია. ეს ის საკითხებია, რომლებზეც მუშაობის დაწყება უკვე შეგვიძლია. და ჩვენ უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ გავაძლიეროთ უკრაინის უსაფრთხოება გრძელვადიან პერსპექტივაში",- განაცხადა სუნაკმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics