10:15 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-22 21:15:56, 1498 ნახვა

ომი უკრაინაში
მედია - ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი დაუგეგმავი ვიზიტით კიევში ჩავა

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი ხუთშაბათს დაუგეგმავი ვიზიტით კიევში ჩავა, სადაც ის უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს.

სანჩესის კიევში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია, მას შემდეგ გავრცელდა, რაც თავდაცვის მინისტრმა მარგარიტა რობლესმა დაადასტურა, რომ ესპანეთი უკრაინას ექვს ლეოპარდის ტანკს გადასცემს.

როგორც მედია იუწყება,  ხუთშაბათს დაახლოებით დილის 8 საათისკენ ესპანეთის პრემიერ მინისტრი დელეგაციასთან ერთად უკვე კიევში იქნება.

ცნობისთვის, ეს სანჩესის მეორე ვიზიტი იქნება უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ, პირველად ის უკრაინაში გასული წლის, აპრილში ჩავიდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები შეთანხმდნენ უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და შორი მოქმედების რაკეტების მიწოდების გაზრდაზე
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics