|
2023-02-21 17:22:56, 806 ნახვა
სამართალი
ვახტანგ გომელაური - საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით, ცივი იარაღის ტარებასთან დაკავშირებით რეგულაციები გამკაცრდა
შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით გამკაცრდა საკანონმდებლო რეგულაციები ცივი იარაღის ტარებასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, ასევე კონტროლის ქვეშ მოექცევა საკანონმდებლო ნორმების აღსრულება. გასულ წელს, საქართველოს მთავრობის მიერ დაინიცირდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული იარაღის რეგულირების საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ამჟამად საქართველოს პარლამენტში განიხილება მეორე მოსმენით. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, იარაღის არადანიშნულებისამებრ გამოყენების შემთხვევების შემცირების მიზნით, გაზიარებულ იქნა ევროპის პარლამენტისა და ევროპის საბჭოს დირექტივა“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებით გამოსვლისას.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)