|
2023-02-21 10:36:05, 1598 ნახვა
ომი უკრაინაში
რეზნიკოვი - კრემლის საწინააღმდეგო კოალიცია უკვე 54 ქვეყნისგან შედგება
კრემლის საწინააღმდეგო კოალიცია უკვე 54 ქვეყნისგან შედგება,- ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა. რეზნიკოვის თქმით, პარტნიორების დახმარება უკრაინისთვის გადამწყვეტია. „ფაქტია, რომ ანტიკრემლისტური კოალიცია უკვე შედგება 54 ქვეყნისგან. შეხვედრებზე იმდენი დელეგაცია იყო, ჯერ „რამშტაინში”, შემდეგ ბრიუსელში. „რამშტაინის“ ფარგლებში გამართული შეხვედრის გარდა, ბრიუსელში ასევე შედგა ნატო-ს ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრა, რომელზედაც უკრაინა საპატიო სტუმრად იყო მიწვეული”,- განაცხდა რეზნიკოვმა. მისივე თქმით, დღეს ყველას სჯერა უკრაინის გამარჯვების და ყველას უნდა ეს გამარჯვება. „თუ ვინმეს ჰგონია, რომ არსებობს უკრაინისგან, ომისგან დაღლილობის სინდრომი, ეს ასე არ არის. ჩვენი პარტნიორები ძალიან, ძალიან, ხაზს ვუსვამ, ძალიან მტკიცედ დგანან და მზად არიან ჩვენი გამარჯვებისთვის. ეს სულ სხვა განწყობაა, ვიდრე ერთი წლის წინ, როცა სამი დღე მოგვცეს დედაქალაქის დაცემისთვის და სამი კვირა მაქსიმუმ, რომ მთელი ქვეყანა დაეცემოდა. დღეს ყველას სჯერა უკრაინის გამარჯვების, ყველას უნდა ეს გამარჯვება”,- დასძინა რეზნიკოვმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)