11:28 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-20 19:25:28, 707 ნახვა

პოლიტიკა
ოთარ შამუგია - მიმდინარე წელს, 16 მლნ ლარი გვაქვს გამოყოფილი მსოფლიოს სხვადასხვა სტრატეგიულ ბაზარზე ქართული პროდუქციის პოპულარიზაციისთვის

მიმდინარე წელს, 16 მლნ ლარი გვაქვს გამოყოფილი მსოფლიოს სხვადასხვა სტრატეგიულ ბაზარზე  ქართული პროდუქციის პოპულარიზაციისთვის, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ განაცხადა.

დღეს გამართული მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მედიის წარმომადგენლების კითხვებს უპასუხა.

„მიმდინარე წელს, 16 მლნ ლარი გვაქვს გამოყოფილი მსოფლიოს სხვადასხვა სტრატეგიულ ბაზარზე  ქართული პროდუქციის პოპულარიზაციისთვის. აქტიურად ვიქნებით წარმოდგენილები ათეულობით გამოფენაზე როგორც აშშ-ში, ისე ევროპაში. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ბაზრების დივერსიფიცირებას. სახელმწიფო მაქსიმალურად ეხმარება ბიზნესს, რომ ისინი წარმოდგენილი იყვნენ ევროპაში, აშშ-ში, ჩინეთში და ა.შ. აღსანიშნავია, რომ გვაქვს კონკრეტული შედეგები. მაგალითად, შარშან, დაახლოებით, 28%-ით, 23 მლნ ლიტრით მეტი ღვინო გავიტანეთ ექსპორტზე და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია. წელს გავაუმჯობესებთ ამ შედეგს. ზრდის მაჩვენებელი  მაღალია აშშ-შიც და 28%-ზე მეტს შეადგენს. ზრდის მნიშვნელოვანი მაჩვენებელი გვაქვს: პოლონეთში, გერმანიაში, იაპონიაში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში; ყველა იმ ბაზარზე, სადაც მნიშვნელოვან მარკეტინგულ კამპანიებს ვახორციელებთ, გვაქვს მნიშვნელოვანი ზრდა. ეს ყველაფერი არის იმ ღონისძიებების შედეგები, რომელსაც ბიზნესთან ერთად ვახორციელებთ და ვეხმარებით მათ, რომ ჩვენთვის პრიორიტეტულ ბაზრებზე იყვნენ წარმოდგენილები“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მარტა კოსი: დღეს ევროკავშირის გაფართოებისთვის „სუპერ სამშაბათია“ - ჩვენ მოლდოვასა და უკრაინასთან მე-6 კლასტერს ვხსნით
სუს: 9 რეგიონში ჩატარებული ღონისძიების შედეგად, დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 28 პირი
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი. საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკი ქმნის ინკლუზიურ საბანკო მომსახურებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics