|
2023-02-20 13:54:53, 1758 ნახვა
ომი უკრაინაში
ჯო ბაიდენი ოფიციალური ვიზიტით კიევში იმყოფება
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ოფიციალური ვიზიტით კიევში იმყოფება. მისი ჩასვლის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში ვრცელდება. "ბაიდენი კიევში. ქალაქი, რომელიც რუსეთის კონტროლის ქვეშ უნდა ყოფილიყო 360 დღის განმავლობაში. რა ძლიერი ნიშანია დიქტატორი პუტინისთვის", - დაწერა Bild-ის ჟურნალისტმა ჯულიან რეპკემ Twitter-ზე. ჯო ბაიდენმა კიევში, მიხაილოვსკაიას მოედანზე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად უკრაინის დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო. მანამდე ცნობილი გახდა, რომ 20 თებერვლიდან 22 თებერვლის ჩათვლით აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პოლონეთს ეწვევა. ხელისუფლების წარმომადგენლებს - არც უკრაინელებს და არც ამერიკელებს - ჯო ბაიდენის უკრაინაში ვიზიტის შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებიათ. კიევში დილიდან გადაიკეტა ქუჩები, ასევე შეზღუდულია გადაადგილება აშშ-ის საელჩოსთან და საელჩოდან ცენტრალური რკინიგზის სადგურისკენ მიმავალ გზებზე.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)