|
2023-02-19 17:39:36, 1741 ნახვა
ომი უკრაინაში
ორბანი - ფაქტობრივად, ევროპა უკვე ირიბად ომობს რუსეთთან
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა მიიჩნევს, რომ ევროპა "ირიბად ომშია რუსეთთან", რადგან რამდენიმე ევროპული ქვეყანა პირობას დებს, რომ გაგზავნის საბრძოლო ტანკებს, რათა დაეხმაროს უკრაინას მოსკოვის წინააღმდეგ ბრძოლაში. ორბანმა ასევე განაცხადა, რომ ნატო-ს წევრობა უნგრეთისთვის „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, მაგრამ მისი მთავრობა არ გაუგზავნის იარაღს უკრაინას და არ გაწყვეტს ეკონომიკურ ურთიერთობებს მოსკოვთან. ორბანი, რომელიც ბოლოს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში შეჭრამდე სამი კვირით ადრე შეხვდა, ვარაუდობს, რომ ომი შეიძლება წლების განმავლობაში გაგრძელდეს. „ევროპა სწორედ ამ წუთებში გადადის ომში, ის აკეთებს საშიშ ბალანსირებულ მოქმედებას. ფაქტობრივად, ისინი უკვე ირიბად ომობენ რუსეთთან",- განაცხადა ორბანმა, ორბანის თქმით, პოლონეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების პოზიცია ომის მიმართ გასაგებია. მაგრამ მან თქვა, რომ კონფლიქტი შეიძლებოდა სხვაგვარად განვითარებულიყო, თუ გარანტია იქნებოდა, რომ უკრაინა ნატო-ში არ გაწევრიანდებოდა. „ერთი წლის წინ დასავლეთმა სხვაგვარად გადაწყვიტა. როდესაც რუსეთმა შეტევა დაიწყო, დასავლეთმა კონფლიქტის იზოლირება კი არ მოახდინა, არამედ აწია იგი სრულევროპულ დონეზე. მას შეეძლო მიეღო ეს, როგორც ადგილობრივი რეგიონალური ომი, ან სამხედრო კონფლიქტი ორს შორის“, - თქვა ორბანმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)