|
2023-02-19 12:25:51, 867 ნახვა
საზოგადოება
DIB სკოლაში კიბერტერორიზმის შესახებ ლექცია ჩატარდა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ახალგაზრდულ და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ფარგლებში, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) კიბერტერორიზმის საფრთხეების შესახებ ლექცია ჩატარდა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, “გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის“ წევრებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით სუჯაშვილი მისალმა და კიბერტერორიზმის საკითხებზე ისაუბრა. „ლექციას კიბერტერორიზმის მკვლევარი თათია მოსიძე გაუძღვა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო კიბერტერორიზმის, როგორც გლობალური საფრთხის აღქმის, განსაზღვრისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის თავისებურებებსა და ტექნიკას. შეხვედრა ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლებასა და ჯარის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო „გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდულ ლეგიონთან“ და საზოგადოებრივ ორგანიზაცია „აისთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე თანამშრომლობს. თანამშრომლობის მიზანი საქართველოს თავდაცვის ძალების საქმიანობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ახალგაზრდა თაობაში პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებაა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)