16:53 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-17 17:02:33, 1522 ნახვა

კომენტარი
გრეტა წიწავა - ყოველთვის ხომ არ გავახსენებთ ენმ-ის პატიმრების წამებას? - კი, უნდა შევახსენოთ!

შეიძლება ვიღაცამ თქვას ყოველთვის  ხომ არ გავახსენებთ ნაცმოძრაობას პატიმრების წამებას? კი -უნდა შევახსენოთ! ამ სისტემის შემქნელები ჩვენს გარშემო საზოგადოებას ადამიანის უფლებებზე ესაუბრებიან... "კანიბალები ვეგეტარიანლობენ",  - ასე ეხმაურება პარლამენტის წევრი გრეტა წიწავა სოციალურ ქსელში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებას საქმეზე „ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ“.

როგორც გრეტა წიწავა წერს, 16 თებერვალს გამოქვეყნებულმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ 2012 წლამდე საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმრების წამება და არასათანადო მოპყრობა სისტემურ ხასიათს ატარებდა. 
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“, რომლის მმართველობის დროს ბევრი პატიმარი წამების მსხვერპლი იყო, ხოლო ოჯახები - შანტაჟის,  არის იმის მაგალითი, თუ როგორი არ უნდა იყოს ხელისუფალი.

„წლების წინ ვიდექით, ვაპროტესტებდით და ვამხელდით მწამებლებს და მათ სისტემას! ძალიან ბევრი პატიმარი იყო წამების მსხვერპლი და ოჯახები შანტაჟის!..შეიძლება ვიღაცამ თქვას ყოველთვის  ხომ არ გავახსენებთ ნაცმოძრაობას პატიმრების წამებას? კი -უნდა შევახსენოთ! ამ სისტემის შემქნელები ჩვენს გარშემო საზოგადოებას ადამიანის უფლებებზე ესაუბრებიან... "კანიბალები ვეგეტარიანლობენ" - ნაცმოძრაობა თავისი პოლიტიკური ბუნებით  და წარსულით არის პარტია,  როგორი არ უნდა იყოს ხელისუფალი!

2023 წლის 16 თებერვალს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება საქმეზე „ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ“, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ 2012 წლამდე საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა წამება და არასათანადო მოპყრობა „იყო სისტემატური ხასიათის და მთელი სისტემისთვის დამახასიათებელი“ პრობლემა.“ - წერს გრეტა წიწავა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი მახაშვილი საფრანგეთში მიღებულ რეზოლუციაზე - უამრავი ტყუილი, ბრალდებაა და ამ აბსურდის საფუძველზე არის მოწოდებები
ნიკა გვარამია: არაფერი საწინააღმდეგო რევოლუციის არ მაქვს, უბრალოდ ვნახე, ამის რესურსები გვაქვს თუ არა
ჟორჟოლიანი - გამოიკვეთა 15 პირველადი მოხმარების პროდუქტი, რომელიც ქსელურ მარკეტებში ფასდაკლებით იქნება ხელმისაწვდომი
თბილისში ქუჩაში არჩევდნენ მოქალაქეებს და ინტერნეტბანკინგიდან ფულს ირიცხავდნენ ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics