|
2023-02-17 14:09:26, 1530 ნახვა
ომი უკრაინაში
ზახაროვა - ნატო უდანაშაულო მზერით ცდილობს მსოფლიოს დაუმტკიცოს, რომ კონფლიქტის მხარე არ არის
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით შეერთებული შტატები და ნატო-ს წევრი ქვეყნები ჩართული არიან რუსეთ-უკრაინის ომში, თუმცა ამა არ აღიარებენ. ზახაროვას თქმით, დასავლეთი უდანაშაულო მზერით ცდილობს, მსოფლიოს დაუმტკიცოს, რომ კონფლიქტის მხარე არ არის, რაც "ცინიზმისა და სიმხდალის" ნიშანია. „სახელმწიფოები და მთლიანად ნატო-ს წევრები გულგრილები არიან იმის მიმართ, რომ სამიზნე არის საცხოვრებელი ფართები, სკოლები, საავადმყოფოები, საბავშვო ბაღები. მათი ჯიბის არასამთავრობო ორგანიზაციებიც ჩუმად არიან: ისინი ძალიან იშვიათად აძლევენ თავს უფლებას რაიმე თქვან, მაგრამ მაშინაც დონორებისგან თავში ჩარტყმას იღებენ და ჩუმდებიან. ამის შემდეგაც ნატო-ს ქვეყნები უდანაშაულო მზერით ცდილობენ მსოფლიო საზოგადოებას დაუმტკიცონ, რომ კონფლიქტის მხარე არ არიან. რაც მთავარია, გაუგებარია რატომ. ჩართულობა მაქსიმალურია: მრავალი წლის განმავლობაში პროვოკაციული ქმედებები, ახლა კიევის რეჟიმის პირდაპირი ხელმძღვანელობა, ყველაფერი და სრული კავშირი - კორუფცია, ფული და იარაღი. მაგრამ რატომღაც, ის ჯერ კიდევ არ არის კონფლიქტის მხარე. ეს, რა თქმა უნდა, სცილდება ცინიზმსა და სიმხდალეს - აღიარონ საკუთარი მონაწილეობა იმ დანაშაულებში, რომლებიც ჩადენილია უკრაინელი სამხედროების მიერ", - განაცხადა ზახაროვამ მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)