|
2023-02-17 11:10:08, 1063 ნახვა
სამართალი
მამაკაცს, რომელმაც ავტობუსში ცოლი შვილების თვალწინ მოკლა, 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ მამაკაცს, რომელმაც ცოლი ავტობუსში, მცირეწლოვანი შვილების თვალწინ მოკლა, 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა მოიღო. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მსჯავრდებული მამაკაცი სასჯელის ნაწილს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში მოიხდის, შემდეგ კი საპატიმროში დაბრუნდება. "ვერ ვხვდები რა ხდება", - განაცხადა როინ მებონიამ სხდომაზე. შემთხვევა 2022 წლის 21 მაისს, თბილისში, გურამიშვილის გამზირზე მოხდა. მამაკაცმა საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ეჭვიანობის ნიადაგზე მეუღლეს ცივი იარაღით სხეულის სხვადასხვა ადგილზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ მცირეწლოვანი შვილებიც. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბრალდებული როინ მებონია ცხელ კვალზე დააკავა და გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)