|
2023-02-16 17:15:12, 1613 ნახვა
ომი უკრაინაში
სლოვაკეთის პარლამენტმა რუსეთის ფედერაცია ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა
სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნულმა საბჭომ კიდევ ერთხელ დაგმო რუსული აგრესია და გამოხატა მხარდაჭერა უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. სლოვაკეთის პარლამენტმა ხუთშაბათს მიღებულ რეზოლუციაში დაგმო რუსეთის ფართო თავდასხმები მშვიდობიანი მოსახლეობის, სამოქალაქო ობიექტებზე და მთავარ ენერგეტიკულ სტრუქტურაზე. რეზოლუცია ასევე აღიარებს რუსეთის ამჟამინდელ რეჟიმს ტერორისტულ, ხოლო რუსეთის ფედერაციას ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ. დეპუტატებმა ასევე დაგმეს რუსეთის პირდაპირი და ირიბი მუქარა ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ. რეზოლუცია არ აღიარებს უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში ჩატარებულ რეფერენდუმს და ხაზს უსვამს, რომ ეს ტერიტორიები რჩება უკრაინის შემადგენლობაში. პარლამენტმა ასევე მხარი დაუჭირა ომის დანაშაულების გამოძიებისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნას. ამასთან, დოკუმენტი გმობს ჰიბრიდულ ომს, რომელსაც რუსეთი სლოვაკეთის ტერიტორიაზე აწარმოებს. რეზოლუცია მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, სადაზვერვო სამსახურებს და სხვა კომპეტენტურ ორგანოებს, მიიღონ ქმედითი ზომები სლოვაკეთში უსაფრთხოებისა და დემოკრატიის შესანარჩუნებლად.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)