13:30 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-16 14:46:45, 1439 ნახვა

ომი უკრაინაში
დანილოვი - მედვედჩუკმა პუტინს უკრაინის დაპყრობის „გეგმა B“ შესთავაზა

ყოფილმა სახალხო დეპუტატმა ვიქტორ მედვედჩუკმა, რომელიც რუსეთს უკრაინელი პატიმრების სანაცვლოდ გადაეცა, ვლადიმერ პუტინს უკრაინის დაპყრობის "გეგმა B" შესთავაზა, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსეი დანილოვმა განაცხადა.

როგორც დანილოვმა BBC News Ukraine-სთან ინტერვიუში აღნიშნა, დღეს კრემლში უკვე ესმით, რომ რუსეთი უკრაინის სრულად ხელში ჩაგდებას ვერ შეძლებს, ამიტომ საჭიროა ახალი გეგმა.

"რუსეთში ახლა ამოცანაა ე.წ. კორეული ვერსიის შექმნა. (...) "გეგმა B" - როდესაც გააკეთებენ ე.წ.მეორე უკრაინას. ამ გიჟურმა გეგმამ იქ მიიყვანა მედვედჩუკი. მედვედჩუკს სჯერა, რომ ის არის პროფესიონალი უკრაინის საკითხებში, მაგრამ ის უბრალოდ მოღალატეა“, - განაცხადა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა.

ცნობისთვის, 2021 წლის მაისში, ჯერ კიდევ მოქმედი დეპუტატი ვიქტორ მედვედჩუკი დააკავეს და შინაპატიმრობა მიუსაჯეს. თებერვლის ბოლოს, როდესაც დაიწყო რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში, მედვედჩუკი გაიქცა შინაპატიმრობიდან, მაგრამ აპრილში ის კვლავ დააკავა SBU-მ და წინასწარი მოთავსების იზოლატორში მოათავსა.

21 სექტემბერს, პატიმრების გაცვლის ფარგლებში, მედვედჩუკი ექსტრადირებული იქნა რუსეთში, უკრაინამ მის სანაცვლოდ 200 უკრაინელი მებრძოლი მიიღო. იანვარში პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მედვედჩუკს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ რკინიგზის საქმის რვავე დაკავებულს ბრალი წარუდგინა, ორზე ძებნა გამოცხადდა
კალაძე ტაქსისტებს - მეგობრებო, აუცილებლად გადაიხადეთ დავალიანება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მოგვიწევს ნებართვების გაუქმება
ციხეში მყოფი ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - ადვოკატი
სუს-ში რკინიგზის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები მივიდნენ, მათ ბრალი წარედგინათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics