|
2023-02-16 11:46:01, 2601 ნახვა
ომი უკრაინაში
დანილოვი - რუსეთი 24 თებერვალს უკრაინაზე მასიურ თავდასხმას გეგმავს - მზად ვართ ამისთვის
ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსეი დანილოვმა განაცხადა, რომ რუსეთი 24 თებერვალს, უკრაინაში შეჭრის წლისთავზე, მასიურ თავდასხმას გეგმავს. დანილოვის თქმით, უკრაინა მზად არის, დარტყმას გაუმკლავდეს. "ჩვენ მზად ვართ ამისთვის. ვფიქრობ, უკვე ვიცით, რა არის თავდასხმები, მას შემდეგ რაც ერთ დღეში 115-120 რაკეტა "მივიღეთ". ამ დღესაც გავუმკლავდებით. დიახ, რთული იქნება, უნდა მოვემზადოთ ამისთვის და მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე. უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ყველაფერს გადავლახავთ", - განაცხადა დანილოვმა. ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანის თქმით, ზაფხულში, ფრონტსა და ცალკეულ მონაკვეთებზე სრულიად განსხვავებულ ვითარება იქნება. „ახლა აქვთ ფრაზა - „ახალი მიწები“. ჯერ ერთი, ესენი არ არიან „ახლები“, არამედ ჩვენი ძველი მიწებია და არ ვაპირებთ მათ დათმობას. მეორეც, ვნახოთ, ვისი მიწა იქნება ომის შემდეგ. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ: რუსეთის ფედერაცია დაიშლება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის საფრთხეს შეუქმნის არა მარტო ჩვენს ქვეყანას, არამედ მთელ მსოფლიოს", - თქვა დანილოვმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)