15:03 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-15 22:32:49, 1008 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - რეზოლუციას, სადაც კრიმინალის მფარველობაზე და ქველმოქმედის დასანქცირებაზე საუბრობენ, ფასი არ აქვს

ამ რეზოლუციას ჩალის ფასი აქვს, როდესაც სიცრუეზე, სიყალბესა და კრიმინალების მფარველობაზე პირდაპირი მითითებებია, რეზოლუციას, რა თქმა უნდა, ვერ ექნება სერიოზული სახე, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რეზოლუციაში ლობისტების მხრიდან საუბარია კრიმინალის პირდაპირ მფარველობაზე და მეცენატისა და ქველმოქმედის ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე, აქედან გამომდინარე რეზოლუციას ფასი ვერ ექნება.

მან დასძინა, რომ თავის მხრივ პარტია "ქართული ოცნება" ყველაფერს აკეთებდა და აკეთებს იმ გზაზე, რასაც ევროინტეგრაცია ჰქვია.

"ამ რეზოლუციას ჩალის ფასი აქვს, როდესაც სიცრუეზე, სიყალბესა და კრიმინალების მფარველობაზე პირდაპირი მითითებებია, რეზოლუციას, რა თქმა უნდა, ვერ ექნება სერიოზული სახე. ეს ვერ იქნება ღირებული დოკუმენტი. დოკუმენტი, სადაც საუბარია კრიმინალის პირდაპირ მფარველობაზე თავისი ლობისტების მხრიდან. ვერ იქნება ღირებული, როდესაც მეცენატზე, ქველმოქმედზე გვეუბნებიან, რომ უნდა დასანქცირდეს", - განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ რეზოლუცია მიიღო

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics