|
2023-02-15 17:47:07, 1730 ნახვა
ომი უკრაინაში
ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტი ოფიციალურად წარადგინა
ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტი ოფიციალურად წარადგინა. როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, პაკეტი ირანული ორგანიზაციების წინააღმდეგ სანქციებსაც მოიცავს. ლაიენის თქმით, ახალი შემაკავებელი ზომები 11 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების კრიტიკული ტექნოლოგიებისა და სამრეწველო საქონლის რუსეთში ექსპორტის აკრძალვას ითვალისწინებს. ”დღეს ჩვენ ვაძლიერებთ ზეწოლას სანქციების მეათე პაკეტით”, - თქვა ფონ დერ ლაიენმა. ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის ეკონომიკაზე მაქსიმალური გავლენის მისაღწევად, შემოთავაზებულია, რუსეთისთვის საჭირო მრავალი სახის სამრეწველო საქონელზე შეზღუდვები მიზანმიმართულად დაწესდეს და მათი მესამე ქვეყნების მეშვეობით მოპოვება შეუძლებელი გახდეს. გარდა ამისა, ახალი პაკეტით, შემოთავაზებულია დაწესდეს შეზღუდვები, მათ შორის, სამშენებლო სფეროში საქონელზე, რომელიც შეიძლება რუს სამხედროებს გადაეცეს. რაც შეეხება ირანს, ლაიენი ამბობს, რომ სანქციების დაწესება ირანის მიერ რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდებამ გამოიწვია. "ირანის რევოლუციური გვარდია აწვდის რუსეთს თვითმფრინავებს უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის. ამის გამო, ჩვენ ვამატებთ შვიდ ირანულ ორგანიზაციას ჩვენს (სანქციების) რეჟიმს, რომლებიც დაკავშირებულია ორმაგი დანიშნულების საქონელთან", - განაცხადა ლაიენმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)