|
2023-02-15 11:04:02, 1567 ნახვა
ომი უკრაინაში
აშშ უკრაინისთვის 10 მილიარდი დოლარის ეკონომიკური დახმარების პაკეტს ამზადებს
ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის დასახმარებლად 10 მილიარდი დოლარის ოდენობის ეკონომიკური დახმარების პაკეტს ამზადებს. როგორც Sky News-ი ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, უკრაინის მთავრობა ახალ პაკეტს პირდაპირი საბიუჯეტო დახმარების სახით მიიღებს. როგორც გამოცემა წერს, მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია, უკრაინის ომის ერთი წლისთავთან დაკავშირებით, უკრაინის მხარდამჭერ რამდენიმე განცხადებას ამზადებს. წყაროების ცნობით, ეს განცხადებები რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებსა და პოტენციურად 10 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტს მოიცავს. ოფიციალური პირების თქმით, აშშ უახლოეს დღეებში უკრაინისთვის სამხედრო დახმარების კიდევ ერთი დიდი პაკეტის შესახებ გამოაცხადებს, თუმცა აღნიშნულ პაკეტში არ იქნება გათვალისწინებული F-16 მოიერიშე თვითმფრინავები, რომლებიც პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოითხოვა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)