|
2023-02-15 10:23:12, 1635 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის გენშტაბი - რუსეთი მსხვერპლის დასამალად კრემატორიუმს იყენებს
უკრაინის შეიარაღებული ძალების გნერალური შტაბის ცნობით, რუსეთის ფედერაცია ომში ცოცხალი ძალის დანაკარგის დასამალად კრემატორიუმს იყენებს. როგორც გენშტაბის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კრემატორიუმში დაღუპული სამხედროების დაწვა ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის დროებით ოკუპირებული ტერიტორიაზე, ერთ-ერთ დასახლებაში ხდება. "ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის დროებით ოკუპირებული ტერიტორიის სიმფეროპოლის ოლქის "კრასნაია ზორკას" დასახლებაში, მტერი დაღუპულთა რაოდენობის დასამალად იყენებს დაწვას. ადგილობრივი კრემატორიუმის მახლობლად, მუდმივად არის სამხედრო მანქანების რიგი, 10 ერთეულამდეა. ამ სატვირთო მანქანებით ოკუპანტებს მოჰყავთ დაღუპული რუსი ჯარისკაცები და დაქირავებულები. კრემაცია მთელი საათის განმავლობაში მიმდინარეობს", - ნათქვამია გენშტაბის ინფორმაციაში. მათივე ცნობით, კრემატორიუმი სამოქალაქო პირებს მომსახურებას არ უწევს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)