|
2023-02-14 16:17:02, 1650 ნახვა
ომი უკრაინაში
პესკოვი - ნატო უფრო აქტიურად ერთვება უკრაინის კონფლიქტში, მტრულად განწყობილი ორგანიზაციაა
ნატო უფრო აქტიურად ერთვება უკრაინის კონფლიქტში, მტრულად განწყობილი ორგანიზაციაა, რასაც ყოველდღიურად ადასტურებს,- აღნიშნულის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. პესკოვის განცხადებით, ნატო-ს სამხედრო ალიანსი ყოველდღიურად ავლენს თავის მტრობას რუსეთის მიმართ და სულ უფრო მეტად ერთვება უკრაინის კონფლიქტში. "ნატო არის ორგანიზაცია, რომელიც მტრულად არის განწყობილი ჩვენს მიმართ და რომელიც ამ მტრობას ყოველდღე ადასტურებს. ის ცდილობს მაქსიმალურად ნათლად წარმოაჩინოს მონაწილეობა უკრაინის გარშემო არსებულ კონფლიქტში”,- განაცხადა პესკოვმა. მისივე თქმით, ნატოს ქვეყნების მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება აჭიანურებს კონფლიქტს და ზრდის შემდგომი ესკალაციის შესაძლებლობას. ამასთან კიევი და დასავლეთი აცხადებენ, რომ მოწინავე სამხედრო ტექნიკის მიწოდება გადამწყვეტია უკრაინის დასახმარებლად, რათა რუსეთის თავდასხმისგან თავის დაცვა შეძლოს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)