|
2023-02-14 14:25:01, 1724 ნახვა
ომი უკრაინაში
ლოიდ ოსტინი - რვა ქვეყანა უკრაინას გერმანული წარმოების Leopard-ის ტანკებს გადასცემს
რვა ქვეყანა უკრაინას გერმანული წარმოების Leopard-ის ტანკებს გადასცემს,- აღნიშნულის შესახებ პენტაგონის ხელმძღვანელმა, ლოიდ ოსტინმა „რამშტაინის“ მეცხრე შეხვედრაზე განაცხადა. ოსტინის თქმით, უკრაინას T-72-ს ტანკებს ასევე გადასცემენ შეერთებული შტატები და ჩეხეთიც. მან აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები, გერმანია და ნიდერლანდები უკრაინას ამერიკული წარმოების პატრიოტის საჰაერო თავდაცვის სისტემებს მიაწვდიან. თავის მხრივ, საფრანგეთი და იტალია გადასცემენ SAMP/T საჰაერო თავდაცვის სისტემებს. ოსტინის თქმითვე, სატანკო კოალიციას უკვე შეუერთდა გერმანია, პოლონეთი, კანადა, პორტუგალია, ესპანეთი, ნორვეგია, დანია და ნიდერლანდები. ამასთან, პენტაგონის ხელმძღვანელმა არ გაამჟღავნა ამ სამხედრო დახმარების დეტალები და გადაცემის ზუსტი დრო. ცნობისთვის, ბრიუსელში ნატოს შტაბ-ბინაში „რამშტაინის“ ფორმატში მეცხრე შეხვედრა მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)