|
2023-02-09 18:30:52, 1859 ნახვა
კომენტარი
წულუკიანი სააკაშვილზე - გვეუბნებიან, 9000 პატიმრიდან ერთი გამოარჩიეთ და რთული ქცევის გამო გაათავისუფლეთო
ასეულობით ადამიანმა დაინგრია ცხოვრება, დაკარგა სიცოცხლე, აწამეს. უამრავი დანაშაულია, რომლის შემოქმედიც იყო მიხეილ სააკაშვილი, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. მისივე თქმით, ოპოზიციური სპექტრიდან ისმის მოწოდებები, რომ 9000 პატიმრიდან, რომლებიც სასჯელს იხდიან, გამოირჩეს მიხეილ სააკაშვილის, მხოლოდ იმის გამო, რომ ის რთული ქცევის მქონე პატიმარია. „ჩვენ გვეუბნებიან, რომ არა უშავს, იმ 9000 პატიმარს, რომელიც არის ამ ქვეყანაში, ეს ერთი გამოარჩიე და გამოუშვი თავისუფლებაზე მარტო იმიტომ, რომ ის რთული ქცევის მქონე პატიმარია“, - განაცხადა წულუკიანმა. შეგახსენებთ, 6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ მიიღო. ექსპრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს შუამდგომლობით 1-ელ დეკემბერს მიმართა. მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველის შუამდგომლობას უძღოდა წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" დასკვნა, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილს 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო-კომპლექსი აღენიშნება, აქედან წამყვანია, დაახლოებით, 10 დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)