|
2023-02-08 18:54:22, 1907 ნახვა
კომენტარი
ბადრი ესებუას ადვოკატი - ის დანაშაულს არ აღიარებს და ამბობს, რომ მას საქართველოს ბანკში მომხდარ ფაქტთან არაფერი აკავშირებს
[ბადრი ესებუა] ის დანაშაულს არ აღიარებს და ამბობს, რომ მას საქართველოს ბანკში მომხდარ ფაქტთან არაფერი აკავშირებს, - ამის შესახებ ბადრი ესებუას ადვოკატმა, სოსო ჯანაშიამ, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის მონახულების შემდგომ განაცხადა. მისივე თქმით, როგორც მას ბადრი ესებუამ მოახსენა, როდესაც მასობრივ საშუალებებში მისი სახელი და გვარი გაჟღერდა, შეექმნა წარმოდგენა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, სწორედ ეს განცდა გახდა იმის მიზეზი, რომ ის პოლიციას ემალებოდა. "ის დანაშაულს არ აღიარებს და ამბობს, რომ მას საქართველოს ბანკში მომხდარ ფაქტთან არაფერი აკავშირებს. მისი განმარტებით, მას დანაშაული არ ჩაუდენია და იმ დღეს ის საქართველოს ბანკში არ იმყოფებოდა. მისი განმარტება ესეთია, რომ იმ დღის მერე, როცა გაჟღერდა მასობრივ საშუალებებში სახელი და გვარი, შეექმნა წარმოდგენა, რომ მის სიცოცხლეს ემუქრებოდა საფრთხე, შესაბამისად წლების განმავლობაში თავს არიდებდა პოლიციაში გამოცხადებას. ჰქონდა განცდა, რომ თუ ხელში ჩაუვარდებოდა პოლიციას, მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრებოდა." ამბობს ადვოკატი.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)