11:53 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-07 17:32:30, 1871 ნახვა

სამართალი
მთავრობამ პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელები უკან გაიწვია

მთავრობამ პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელები უკან გაიწვია,- ამის შესახებ საკონსტიტუციოს მიერ 6 თებერვალს გამოქვეყნებულ განცხადებებშია საუბარი.

განცხადების თანახმად, 2023 წლის 11 იანვარს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში დარეგისტრირდა მთავრობის განცხადება სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ.

მოსარჩელის მოსაზრებით, საქართველოს პრეზიდენტის უმოქმედობიდან თვალნათლივ ჩანს, რომ საქართველოს პრეზიდენტი მოქმედებს არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური მოტივით, რის უფლებამოსილებასაც მას საქართველოს კონსტიტუცია არ ანიჭებს.

"1. №1723 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარეს წარმოადგენს საქართველოს მთავრობა. 2023 წლის 11 იანვარს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში დარეგისტრირდა მოსარჩელე მხარის განცხადება სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ.

2. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მოსარჩელეს უფლება აქვს, უარი თქვას სასარჩელო მოთხოვნაზე. ამასთან, სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას.

3. ამდენად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტზე დაყრდნობით, №1723 კონსტიტუციურ სარჩელზე საქმე უნდა შეწყდეს",- აღნიშნულია საკონსტიტუციოს მიერ გავრცელებული განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მთავრობამ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გასული წლის 10 ივნისს მიმართა. საკონსტიტუციოს პლენუმმა სარჩელი განსახილველად 24 ივნისის მიიღო. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ციხეში მყოფი ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - ადვოკატი
სუს-ში რკინიგზის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები მივიდნენ, მათ ბრალი წარედგინათ
საქართველო შეიძლება, დარჩეს ერთადერთ ქვეყანად, რომელიც სრულად იქნება კონტროლირებადი რუსეთის მიერ - ჟალიმასი
მესი ოლეგ სალენკოს შემდეგ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ერთ მატჩში სამი გოლი გაიტანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics