18:28 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-07 13:11:55, 813 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - გუშინ თქვეს, რომ წყვეტდნენ საპარლამენტო მუშაობას, დღეს უკან დაიხიეს, როგორც ჩანს, საპარლამენტო მანდატები დაენანათ

გუშინ თქვეს, რომ წყვეტდნენ საპარლამენტო მუშაობას, დღეს უკან დაიხიეს, როგორც ჩანს, საპარლამენტო მანდატები დაენანათ,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით განაცხადა.

კობახიძის თქმით,არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, სად იქნება „ნაციონალური მოძრაობა“.

„გუშინ თქვეს, რომ წყვეტდნენ საპარლამენტო მუშაობას, ასე იყო სიტყვა სიტყვით ნათქვამი, დღეს უკან დაიხიეს და დაენანათ როგორც ჩანს, საპარლამენტო მანდატები. საბოლოო ჯამში, ეს მათი გადასაწყვეტია, მათ არც დარბაზში ყოფნით და არც დარბაზის გარეთ, არ შეუძლიათ რაიმე წვლილის შეტანა ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეებში, აქედან გამომდინარე ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს სად იქნება ნაცმოძრაობა, ბოიკოტში, პარლამენტი თუ სად. ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, რომლიც მიხედვიტაც გავაგრძელებთ საქმიანობას“,- განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპარლამენტო საქმიანობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

პარტია სხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან მანდატების დატოვებაზე საკითხზე კონსულტაციებს გეგმავს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თანამდებობის პირებმა 8 თვეში 24 მილიონი ლარის საჩუქრები მიიღეს – TI
N1 ქსელი სამოგზაუროდ - "სელფის" როუმინგის კამპანია -ვიდეო
კობახიძე - ევროპული ბიუროკრატია სრულ აბსურდშია შესული
კობახიძე - ეუთოც აღმოჩნდა ჩართული იმ კოორდინირებულ პროცესში, რომლის მიზანია ქართველ ხალხზე თავდასხმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics