|
2023-02-07 01:06:06, 2018 ნახვა
სხვადასხვა
მთელი თურქეთის მაშტაბით სახელმწიფო დროშები დაეშვა
თურქეთში გლოვა დაიწყო ქვეყნის სამხრეთში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად მრავალრიცხოვან მსხვერპლთან დაკავშირებით. თურქეთის სახელმწიფო დროშები მთელი ქვეყნის მასშტაბით დაეშვა. მანამდე პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სტიქიის შედეგად დაღუპულთა გამო თურქეთში შვიდდღიანი ეროვნული გლოვა გამოაცხადა. სახელმწიფოს მეთაურმა განაცხადა, რომ გლოვის გამოცხადებასთან დაკავშირებით, მთელი თურქეთის სახელმწიფო დროშები და ქვეყნის წარმომადგენლობითი ოფისები საზღვარგარეთ, კვირას, 12 თებერვალს, მზის ჩასვლამდე ნახევარ ანძაზე იქნება. სამხრეთ თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1762-მდე გაიზარდა. ამის შესახებ თურქეთის საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და შედეგების აღმოფხვრის ოფისი (AFAD) იტყობინება. სააგენტოს ინფორმაციით, დაშავებულია კიდევ 12068 ადამიანი. AFAD-ის ცნობით, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით დღეში შვიდ ბალზე მეტი სიმძლავრის ორი მიწისძვრა ხდებოდა (ადგილობრივი დროით 04.17 საათზე - 7.7 ქულა და 13.24 საათზე - 7.6 ქულა). თურქეთის ხელისუფლება მოუწოდებს მოსახლეობას, არ დაბრუნდნენ სახლებში მიწისქვეშა ბიძგების შიშის გამო.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)