|
2023-02-06 22:53:17, 3633 ნახვა
კომენტარი
საქართველოს ელჩი თურქეთში - დილით 10 მოქალაქე დაგვხვდა დაკარგულთა სიაში, აქედან, საბედნიეროდ, 7 ვიპოვეთ და სამის კვალს ვეძებთ
დილით 10 მოქალაქე დაგვხვდა დაკარგულთა სიაში, აქედან, საბედნიეროდ, 7 ვიპოვეთ და სამის კვალს ვეძებთ და იმედია, მათაც ვიპოვით, - ამის შესახებ თურქეთში საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ "პალიტრანიუსის" ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, გარდაცვლილთა გადმოსვენების პროცესი დაწყებულია, მაგრამ ძალიან რთული პროცედურაა, ვინაიდან ადგილზე შექმნილი ვითარების გამო პროზექტურებთან კავშირი ჭირს, აქედან გამომდინარე არ არის გამორიცხული, რომ გადმოსვენების პროცედურას სტანდარტულზე მეტი დრო დასჭირდეს. "გამოკითხვის შემდეგ, დილით 10 მოქალაქე დაგვხვდა დაკარგულთა სიაში, აქედან, საბედნიეროდ, 7 ვიპოვეთ და სამის კვალს ვეძებთ და იმედია, მათაც ვიპოვით. ამ 7 მოქალაქიდან 3 უკვე ქალაქიდან გასული იყო, 4 იყო დარჩენილი და ისინი ჯანმრთელად და კარგად არიან...[გარდაცვლილთა გადმოსვენების პროცესი დაწყებულია] თუმცა ეს ძალიან რთული პროცედურა იქნება, რადგან ადგილზე შექმნილი ვითარების გამო პროზექტურებთან კავშირი ძალიან ჭირს. პროზექტურიდან უნდა ავიღოთ ნებართვა და ის კომპანიები, რომლებთანაც ჩვენ გვაქვს ურთიერთობა საქართველოს მოქალაქეთა გადასვენების საკითხებში, მზად არიან, რომ ჩვენც ჩაერთონ. მათ უკვე მივეცით მითითება ამასთან დაკავშირებით. არ არის გამორიცხული, რომ გადმოსვენების პროცედურას სტანდარტულზე მეტი დრო დასჭირდეს. ეს იქნება დამოკიდებული ადგილზე არსებულ ვითარებაზე. იმ პროზექტურაში, რომელშიც პირველი გარდაცვლილი მოქალაქე ასვენია, ასევე არის ათეულობით გვამი. აქედან გამომდინარე, რაიმე კონკრეტულის თქმა გვიჭირს, თუმცა ჩვენ მაქსიმუმ გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს მოქალაქე გადმოვასვენოთ საქართველოში", - განაცხადა ჯანჯღავამ. შეგახსენებთ, საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთში, მიწისძვრის შედეგად საქართველოს ორი მოქალაქე დაიღუპა.
"ლელო-ძლიერი საქართველო": გასული 34 წლის მანძილზე საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში ჩვენი ქვეყანა მუდამ იცავდა საკუთარ სახელმწიფო ინტერესებს
ნინო სუხიშვილი მიმართვას ავრცელებს
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)