11:52 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-06 10:17:03, 1288 ნახვა

სამართალი
„არ გამოვრიცხავ, გასვლითი სხდომის შუამდგომლობა დავაყენოთ“ - სააკაშვილის საქმეზე დღეს დასკვნითი პროცესი გაიმართება

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების საქმეზე ბოლო სხდომა გაიმართება. 

პროცესზე მხარეები დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ, რის შემდეგაც მოსამართლე გიორგი არევაძე სათათბიროდ გავა. 

როგორც საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, შესაძლოა, პროცესზე გასვლითი სხდომის ჩატარების შუამდგომლობა დააყენონ.

"დასკვნით სიტყვას ვიტყვით ადვოკატები, დასკვნით სიტყვას იტყვიან ასევე პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლები. არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენ დავაყენოთ შუამდგომლობა გასვლითი სხდომა განახორციელოს მოსამართლემ. გასვლითი სხდომა ნიშნავს, რომ კლინიკაში მივიდეთ და ადგილზე ვნახოთ ბატონი მიხეილ სააკაშვილი. თუ იქნება ჩვენთვის სასარგებლო გადაწყვეტილება, ევროპის სახელმწიფოები გამოთქვამენ სურვილს ჩამოფრინდეს თვითმფრინავი, რომელიც სამედიცინო თვითმფრინავი იქნება და მოახერხონ მისი გაყვანა. ჩვენის აზრით, არ არსებობს ოდნავი საფუძველი იმისი, რომ მოსამართლემ გვითხრას უარი შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე", - ამბობს შალვა ხაჭაპურიძე.

სხდომის პარალელურად, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები საქალაქო სასამართლოს ეზოში აქციას გამართავენ.

შეგახსენებთ, რომ ექსპრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს შუამდგომლობით 1-ელ დეკემბერს მიმართა.

მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველის შუამდგომლობას უძღოდა წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" დასკვნა, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილს 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო-კომპლექსი აღენიშნება, აქედან წამყვანია, დაახლოებით, 10 დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ციხეში მყოფი ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - ადვოკატი
სუს-ში რკინიგზის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები მივიდნენ, მათ ბრალი წარედგინათ
საქართველო შეიძლება, დარჩეს ერთადერთ ქვეყანად, რომელიც სრულად იქნება კონტროლირებადი რუსეთის მიერ - ჟალიმასი
მესი ოლეგ სალენკოს შემდეგ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ერთ მატჩში სამი გოლი გაიტანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics