21:19 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-05 23:47:21, 1792 ნახვა

სხვადასხვა
პატრიარქი კირილი 1970-იან წლებში კგბ-ს აგენტი იყო და შვეიცარიაში ჯაშუშურ საქმიანობას ეწეოდა - გამოძიება

პატრიარქი კირილი მუშაობდა კგბ-ში და 1970-იან წლებში საბჭოთა კავშირის სასარგებლოდ სადაზვერვო საქმიანობას ახორციელებდა. - ამის შესახებ, შვეიცარიული გაზეთი Tages-Anzeiger წერს, რომელმაც პოლიციის გასაიდუმლოებულ არქივებზე დაყრდნობით გამიძება ჩაატარა.

საუბარია იმ პერიოდზე, როდესაც ჟენევის ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში მოსკოვის საპატრიარქოს ოფიციალური წარმომადგენელი იყო ვლადიმერ გუნდიაევი, რომელსაც ოპერატიული ფსევდონიმი "მიხაილოვი" ჰქონდა.

Tages-Anzeiger-ის ცნობით, ჟურნალისტებმა 1969 წლიდან 1989 წლამდე შვეიცარიის ფედერალური პოლიციის არქივში დაათვალიერეს დოკუმენტები, რომლებიც, მათი თქმით, ადასტურებს გუნდიაევის კავშირს კგბ-სთან. ამის შემდეგ ის დაბრუნდა სსრკ-ში და სწრაფად დაიწყო მოძრაობა საეკლესიო იერარქიაში.

1971 წელს 24 წლის მღვდელ კირილს უფლება მიეცა გადასულიყო ჟენევაში, რათა წარმოედგინა რუსი მართლმადიდებლები ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში.

თავის ავტობიოგრაფიაში ჟენევაში საბჭოთა საელჩოს ყოფილი კონსული ვადიმ მელნიკოვი კირილს არა მხოლოდ დიპლომატს, არამედ კგბ-ს ოფიცერს უწოდებს. მოგვიანებით გამოქვეყნებული საბჭოთა დოკუმენტებიდან, ისტორიკოსებმა და ჟურნალისტებმა დაასკვნეს, რომ პატრიარქი კირილი მუშაობდა ჟენევის კგბ-ში მიხაილოვის ფსევდონიმით. მას უნდა შეეგროვებინა ინფორმაცია ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს წევრების შესახებ და გავლენა მოეხდინა მათ დამოკიდებულებაზე საბჭოთა კავშირის მიმართ.
რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე კირილის სავარაუდო ჯაშუშურ საქმიანობაზე ჟენევაში, ხოლო WCC აცხადებს, რომ მას არ აქვს ინფორმაცია ამ საკითხზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანს დოპინგის ბრალდებით 11 წლით დისკვალიფიკაცია მისცეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics