19:42 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-03 19:57:43, 898 ნახვა

პოლიტიკა
უკრაინის უმაღლეს რადაში დაარეგისტრირდა დადგენილების პროექტი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაგზავნას გულისხმობს

უკრაინის უმაღლეს რადაში დაარეგისტრირეს დადგენილების პროექტი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაგზავნას გულისხმობს, პროექტს ხელი 90-მა სახალხო დეპუტატმა მოაწერა, - ამის შესახებ პარტია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარემ, ოლენა შულიაკმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და უკრაინის ამჟამინდელი მოქალაქე კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება, აქედან გამომდინარე ქართულმა მხარემ უნდა შექმნას პირობები მის ერთ-ერთ ევროპულ ან ამერიკულ კლინიკაში სამკურნალოდ გადაყვანისთვის, რათა უზრუნველყოს სათანადო სამედიცინო დახმარება.

"საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და უკრაინის ამჟამინდელი მოქალაქე ამ მომენტისთვის კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. ამიტომ ქართულმა მხარემ უნდა უზრუნველყოს სათანადო სამედიცინო დახმარება, ასევე შექმნას პირობები მის ერთ-ერთ ევროპულ ან ამერიკულ კლინიკაში სამკურნალოდ გადაყვანისთვის", - წერს შულიაკი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის პარლამენტმა ქვეყნის მთავრობა დაითხოვა
გეგელია - იმ ფონზე, როცა უკრაინა და მოლდოვა წინ მიდიან, საქართველო არის სრულ ჩიხში და იზოლაციაში
ჩინეთმა რუსეთთან ახალი გაზსადენი „სიბირის ძალა 2“-ის შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერა
თანამდებობის პირებმა 8 თვეში 24 მილიონი ლარის საჩუქრები მიიღეს – TI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics