15:21 - 20 Aug, 2026
|
2023-02-03 14:56:22, 1631 ნახვა
ომი უკრაინაში
შარლ მიშელი კიევში ჩავიდა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი უკრაინაში ჩავიდა. მიშელი კიევში დაესწრება უკრაინა-ევროკავშირის სამიტს, რომელიც დღეს გაიმართება. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა Twitter-ზე დაწერა, რომ უკრაინას ყველა ნაბიჯს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მხარს დაუჭერენ. კიევში ასევე ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საკითხებში, ჯოზეფ ბორელიც იმყოფებიან. ცნობისთვის, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გუშინ, 2 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ EU ომის წლისთავზე რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას გეგმავს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)