18:04 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-03 11:14:56, 830 ნახვა

საზოგადოება
დევნილ ოჯახებს თბილისში ოთხოთახიანი ბინები გადაეცათ

19 დევნილი ოჯახი თბილისში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინის მფლობელი გახდა. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ გარემონტებული, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ოთხოთახიანი ბინები მრავალსულიან ოჯახებს გადასცა. 

საცხოვრებელი ფართები დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად  გაანაწილა. 

სააგენტოს დირექტორის ირაკლი მხეიძის განცხადებით, დევნილი ოჯახებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა სახელმწიფოს ერთ-ერთ პრიორიტეტია და ორმაგად სასიხარულოა, როცა ბინებს მრავალშვილიანი ოჯახები იღებენ. 

2023 წლიდან  იძულებით გადაადგილებულ ოჯახთა  განსახლების ტემპი და მასშტაბი კიდევ უფრო იზრდება. დევნილების საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში სამშენებლო სამუშაოები დაიწყება. მომდევნო 3-4 წლის განმავლობაში კი ახალი საცხოვრებელი ფართით იძულებით გადაადგილებული 13 000 ოჯახი დაკმაყოფილდება. 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics