|
2023-02-03 09:38:22, 1675 ნახვა
ომი უკრაინაში
ბორელი - ევროკავშირი წლის ბოლომდე 30 000 უკრაინელ ჯარისკაცს გადაამზადებს
მიმდინარე წლის ბოლომდე 30 000 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე უკრაინაში სამხედრო დახმარების მისიის (EUMAM) ფარგლებში გადამზადდება,- ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. მისი თქმით, ცოტა ხნის წინ უკრაინის დახმარების მე-7 ტრანში დამტკიცდა, რომელიც დამატებით 500 მილიონ ევროს ითვალისწინებს. „თუ გავაერთიანებთ იმას, რასაც წევრი ქვეყნები ორმხრივად აკეთებენ ამ სამთავრობათაშორისო ფონდთან ერთად, ვფიქრობ, სამხედრო მხარდაჭერის დახმარებამ 12 მლრდ ევროს მიაღწია. ეს არ არის იმდენი, რამდენიც აშშ-მა გამოყო, მაგრამ მაინც 40% არის ამერიკული სამხედრო მხარდაჭერიდან. წარმატება იმდენად დიდია, რომ ახლა მიზანია დამატებითი 15 000 სამხედროს გადამზადება წლის ბოლომდე. სულ უკრაინის შეიარაღებული ძალების 30 000 პერსონალი",- განაცხადა ბორელმა. ბორელის თქმითვე, წვრთნები უკვე დაიწყო და მათი უმეტესობა გერმანიში, პოლონეთში და სხვა წევრ ქვეყნებში ტარდება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)