|
2023-02-03 09:16:11, 1470 ნახვა
ომი უკრაინაში
Bloomberg - აშშ თვლის, რომ უკრაინას ბახმუტიდან ჯარების გაყვანა მოუწევს
საგაზაფხულო შეტევისთვის რესურსების შესაგროვებლად, უკრაინას შესაძლოა აღმოსავლეთის ქალაქ ბახმუტიდან თავისი ჯარების გაყვანა დასჭირდეს. ამის შესახებ ამერიკელმა და ევროპელმა ოფიციალურმა პირებმა Bloomberg-ს განუცხადეს. აღნიშნულია, რომ ბახმუტიდან ჯარების გაყვანა ომზე სტრატეგიულ გავლენას არ მოახდენს. როგორც ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა გამოცემასთან საუბარში განაცხადეს, უკრაინული ჯარები, სავარაუდოდ, დაამყარებენ თავდაცვით ხაზებს ძალიან ახლოს, სადაც ახლა ფრონტის ხაზი გადის. გამოცემა პროგნოზირებს, რომ რუსეთი ბახმუტიდან დონეცკის ოლქის სლავიანსკში და კრამატორსკში გადავა. "ნაკლებად სავარაუდოა, რომ უახლოეს მომავალში რუსული ჯარები შეძლებენ და დაიპყრობენ დონეცკის რეგიონის მთელ აღმოსავლეთ ნაწილს, ტერიტორიის დიდი ზომის გათვალისწინებით. თავდასხმის ადგილი ყოველთვის შეიძლება შეიცვალოს ომის განვითარებიდან გამომდინარე“, - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)