|
2023-02-02 23:34:27, 1824 ნახვა
ომი უკრაინაში
ევროკომისიის პრეზიდენტი - ჰააგაში რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი დანაშაულების საერთაშორისო ცენტრი შეიქმნება
რუსეთმა სასამართლოში პასუხი უნდა აგოს თავისი ოდიოზური დანაშაულებისთვის, - ამის შესახებ კიევში ვიზიტით მყოფმა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინის და ევროკავშირის პროკურორები ერთად მუშაობენ, რათა რუსეთის მხრიდან ჩადენილი დანაშაულებების მტკიცებულებები შეაგროვონ. მან დასძინა, რომ უკრაინაში ჩადენილი აგრესიის, დანაშაულის და სისხლისსამართლებრივი დევნის საერთაშორისო ცენტრი ჰააგაში შეიქმნება. „რუსეთმა სასამართლოში პასუხი უნდა აგოს თავისი ოდიოზური დანაშაულებისთვის. უკრაინისა და ევროკავშირის პროკურორები უკვე ერთად მუშაობენ. ჩვენ ვაგროვებთ მტკიცებულებებს და, როგორც პირველი ნაბიჯი, მოხარული ვარ განვაცხადო, რომ უკრაინაში აგრესიის, დანაშაულის და სისხლისსამართლებრივი დევნის საერთაშორისო ცენტრი შეიქმნება ჰააგაში“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)