|
2023-02-02 22:23:14, 1934 ნახვა
ომი უკრაინაში
პუტინი - 80 წლის შემდეგ ჩვენ ისევ გერმანული ტანკების წინაშე ვდგავართ
ვლადიმერ პუტინმა სტალინგრადის ბრძოლის დასრულებიდან 80 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, უკრაინაში რუსეთის შეჭრა ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ ბრძოლას შეადარა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. პუტინის თქმით, რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოებას კვლავ პირდაპირ საფრთხეს უქმნის ნაცისტური იდეოლოგია და გერმანული წარმოების ტანკები. მან დასძინა, რომ ვისაც ბრძოლის ველზე რუსეთის დამარცხების იმედი აქვს, მათთვის რუსეთთან თანამედროვე ომი ძალიან განსხვავებული იქნება. "ეს დაუჯერებელია, მაგრამ მართალია, ჩვენ კვლავ გვემუქრებიან გერმანული ლეოპარდის ტანკები. ახლა, სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ ნაციზმის იდეოლოგია, უკვე მისი თანამედროვე სამოსით, მისი თანამედროვე გამოვლინებით, კვლავ პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას. მათ, ვისაც რუსეთის დამარცხების იმედი აქვს ბრძოლის ველზე, არ ესმის, როგორც ჩანს, რუსეთთან თანამედროვე ომი მათთვის ძალიან განსხვავებული იქნება“, - განაცხადა პუტინმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)