|
2023-02-02 19:58:50, 1656 ნახვა
ომი უკრაინაში
ევროკავშირმა უკრაინას კიდევ 500 მილიონი ევროს დახმარების პაკეტი გამოუყო
ევროკავშირის საბჭომ უკრაინას დახმარების მეშვიდე პაკეტი გამოუყო 500 მილიონი ევროს ოდენობით. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა. როგორც კულება Twitter-ზე წერს, „დღეს, ევროკავშირის საბჭომ, ევროპული მშვიდობის ფონდის მეშვეობით, დახმარების მეშვიდე - 500 მილიონი ევროს ოდენობის პაკეტი გამოყო და კიდევ 45 მილიონი ევრო ევროკავშირის სამხედრო დახმარების მისიისთვის. მადლობელი ვარ ევროკავშირის უსაფრთხოების სასიცოცხლო დახმარებისთვის, რომელიც ჩვენ რუსი აგრესორის დამარცხებასთან გვაახლოებს”,- წერს კულება. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი გაზრდის იმ უკრაინელი სამხედროების რაოდენობას, რომლებიც წვრთნებს გაივლიან. გარდა ამისა, კიდევ 15 000 სამხედრო მოსამსახურე გადამზადდება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)