|
2023-02-02 09:57:00, 1754 ნახვა
ომი უკრაინაში
რეზნიკოვი - რუსეთს სიმბოლიზმი უყვარს, შესაძლოა შეტევა ომის წლისთავზე, 24 თებერვალს სცადოს
უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსეი რეზნიკვი არ გამორიცხავს, რომ რუსეთმა მორიგი მასშტაბური თავდასხმა ომის წლისთავთან დაკავშირებით, 24 თებერვალს სცადონ. მისი თქმით, რუსეთს სიმბოლიზმი უყვარს და შესაბამისად შეეცდებიან 24 თებერვალს რაიმე მოიმოქმედონ. „ჩვენ არ შეგვიძლია ინიციატივა დავკარგოთ... ვფიქრობთ, ისინი ცხოვრობენ სიმბოლიზმით, შესაბამისად შეეცდებიან რამე მოიმოქმედონ 24 თებერვალს... ჩვენ არ ვაფასებთ ჩვენს მტერს“,- განაცხადა რეზნიკოვმა. რეზნიკოვის თქმითვე, რუსეთის შეიარაღებული ძალებს შეუძლიათ განახორციელონ შეტევა ორი მიმართულებით - დონბასი ან სამხრეთი. „მათ ოფიციალურად გამოაცხადეს 300 000 მობილიზებული ჯარისკაცის შესახებ , მაგრამ როდესაც ჩვენ ვხედავთ ჯარებს საზღვრებზე, ჩვენ ვაფასებთ, რომ ეს ბევრად მეტია",- განაცხადა რეზნიკოვმა. ამასთან, რეზნიკოვის თქმით, პარტნიორებმა უნდა უზრუნველყონ უკრაინის იარაღით მომარაგება, რაც შეიძლება მალე, რადგან ომში ყველაფერს ინიციატივა წყვეტს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)