20:49 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-01 22:33:19, 953 ნახვა

პოლიტიკა
ზელენსკი - ვის მხარესაა დღეს საქართველო, მისი ხელმძღვანელობა? ნეიტრალურები არიან, თუ რუსეთის მხარეს?

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმერ ზელენსკის განცხადებით, ჩნდება კითხვა: ვის მხარესაა დღეს საქართველო, მისი ხელმძღვანელობა? ნეიტრალურები არიან, თუ რუსეთის მხარეს?  - ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტმა ავსტრიის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ვან დერ ბელენთან კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ჩნდება კითხვა: ვის მხარესაა დღეს საქართველო, მისი ხელმძღვანელობა? ნეიტრალურები არიან, თუ რუსეთის მხარეს? რადგან რუსეთი ისე იქცევა თავის პოლიტიკოსებს, როგორც დღეს საქართველოს ხელმძღვანელობა ექცევა არა მათ პოლიტიკოსებს, სხვათა შორის, არამედ უკრაინის მოქალაქეებს. ამიტომ კიდევ ერთხელ: არიან ისინი ნეიტრალურები? რუსეთის მხარეს? უკრაინის წინააღმდეგ? ჩვენ დიდ პატივს ვცემთ ნეიტრალიტეტის საკითხს, მაგრამ ასეთ დამოკიდებულებასთან დაკავშირებით დიდი გაუგებრობა გვაქვს." - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკი თვლის, რომ საქართველოს მთავრობა  ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ნელ-ნელა კლავს. 

ზელენსკიმ თქვა, რომ მას სააკაშვილის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი ფოტოები აჩვენეს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
უკრაინის პარლამენტმა ქვეყნის მთავრობა დაითხოვა
გეგელია - იმ ფონზე, როცა უკრაინა და მოლდოვა წინ მიდიან, საქართველო არის სრულ ჩიხში და იზოლაციაში
ჩინეთმა რუსეთთან ახალი გაზსადენი „სიბირის ძალა 2“-ის შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics