15:23 - 20 Aug, 2026
|
2023-02-01 12:16:41, 1713 ნახვა
ომი უკრაინაში
ჩეხეთის პრეზიდენტი - უკრაინა ნატო-ში გაწევრიანებას იმსახურებს
უკრაინა იმსახურებს ნატო-ში გაწევრიანებას, - ამის შესახებ ჩეხეთის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა განაცხადა. როგორც პაველმა BBC-სთან ინტერვიუში აღნიშნა, უკრაინას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების შესაძლებლობა "ომის დასრულებისთანავე" უნდა მიეცეს. ჩეხეთის პრეზიდენტი, რომელიც ნატო-ს ყოფილი გენერალია, ფიქრობს, რომ ამ დროისთვის, კიევი ალიანსთან შესაერთებლად „მორალურად და პრაქტიკულად მზად იქნება“. „მე ვამაყობ იმით, რომ ჩემი ქვეყანა იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც უკრაინას მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარება გაუწია“, - უთხრა პეტრ პაველმა BBC-ს. პრეზიდენტის განცხადებით, ომში ჩართული ქვეყნისთვის დასავლეთის სამხედრო მხარდაჭერის ნაწილში "შეზღუდვები არ უნდა არსებობდეს".
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)