|
2023-01-31 17:46:14, 1684 ნახვა
ომი უკრაინაში
ოლაფ შოლცი - უკრაინის ზურგს უკან რუსეთთან მოლაპარაკებები არ იქნება
უკრაინის ზურგს უკან რუსეთთან მოლაპარაკებები არ იქნება, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ბრაზილიის პრეზიდენტ ლულა და სილვასთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. შოლცის თქმით, რუსეთის ახალი შეტევის საფრთხე მანამ იქნება აქტუალური, სანამ რუსული ჯარები უკრაინაში იმყოფებიან. სწორედ ამიტომ გერმანიის კანცლერი თვლის, რომ მოლაპარაკების პროცესის განბლოკვა მნიშვნელოვანია. ლულა, რომელიც მანამდე ირიბად ადანაშაულებდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის რუსეთის შეჭრისკენ წაქეზებაში, თავის მხრივ თქვა, რომ მზად არის იმოქმედოს, როგორც "მშვიდობისმყოფელი" და უბიძგოს მეომარ ქვეყნებს "მშვიდობისკენ". შეგახსენებთ, რომ 29 იანვარს, ოლაფ შოლცმა ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში აღიარა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ტელეფონის კვლავ ესაუბრება. შოლცის თქმით, სანამ რუსეთის ფედერაცია არ შეწყვეტს აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, ეს სიტუაცია არ შეიცვლება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)