16:06 - 20 Aug, 2026
|
2023-01-27 19:03:43, 1764 ნახვა
ომი უკრაინაში
ბელგიის პრემიერი - დღეს მინისტრთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინაში 92 მილიონი ევროს სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გაგზავნის შესახებ
ჩვენი ქვეყანა უკრაინაში დღემდე ყველაზე დიდი მხარდაჭერის პაკეტის გაგზავნას აპირებს. მხარდაჭერის პაკეტი მოიაზრებს 92 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას, - ამის შესახებ ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე დე კროომ განაცხადა. პრემიერის თქმით, ბელგია უკრაინას მიაწვდის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს, ტყვიამფრქვევებს, ყუმბარებს, საბრძოლო მასალას, საზენიტო რაკეტებს, ტანკსაწინააღმდეგო იარაღს და მსუბუქ ჯავშანტექნიკას. ”ამ ომის დაწყებიდან ჩვენმა ქვეყანამ დიდი ძალისხმევა გაიღო უკრაინის მხარდასაჭერად, ჩვენმა ქვეყანამ უკვე გასცა 146 მილიონი ევრო სამხედრო დახმარება. დღეს მინისტრთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინაში 92 მილიონი ევროს სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გაგზავნის შესახებ", - განაცხადა ალექსანდრე დე კროომ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)