|
2023-01-26 15:08:05, 1641 ნახვა
სამართალი
სააპელაციო სასამართლომ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა
თბილისის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება გაიზიარა და მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი ე.წ ფულის გათეთრების საქმეზე დამნაშავედ ცნო. განაჩენი მოსამართლე მერაბ ჯორბენაძემ გამოაცხადა, რითაც 4 წლიანი საქმის წარმოება დაასრულა. პროცესს დაცვის მხრიდან მხოლოდ ადვოკატები და ,,ტვ პირველის" დამფუძნებლის მამა ესწრებოდა. "ლელოს" ლიდერები კი განაჩენს პარტიის ცენტრალური ოფისიდან ელოდნენ. ცნობისთვის, ,,ლელოს" ლიდერებსა და ,,ტვ პირველის" დამფუძნებლის მამას ფულის გათეთრებას ედავებიან. კერძოდ, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე აქვთ წარდგენილი, რაც შეეხება ავთანდილ წერეთელს, ბრალდება წარდგენილია მის მიერ 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ფაქტზე. თბილისის საქალაქო სასამართლომ 12 იანვარს გამოცხადებული განაჩენით ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელს 7-წლიანი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა საპატიმრო სასჯელის მოხდა სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის გამო არ მოუწიათ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)