|
2023-01-25 19:01:20, 1859 ნახვა
ომი უკრაინაში
რეზნიკოვი - ლეოპარდების ნებართვა მივიღეთ! პარტნიორებთან ერთად კოალიცია „ლეოპარდმა“ იმუშავა
რამშტეინ 8-ის შეხვედრიდან 120 საათის შემდეგ, ლეოპარდების ნებართვა მივიღეთ! კოალიცია „ლეოპარდმა“ პარტნიორებთან ერთად იმუშავა!, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსეი რეზნიკოვმა განაცხადა. მისივე თქმით, Leopard ტიპის ტანკების მიღების გზა გრძელი და რთული იყო, ათობით საერთაშორისო დონის მოლაპარაკება, მაგრამ პარტნიორებთან ერთად ძალისხმევამ შედეგი მაინც გამოიღო და უკრაინა Leopard-ებს მიიღებს. რეზნიკოვმა ასევე მადლობა გადაუხადა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს და გერმანელ ხალხს გაწეული დახმარებისთვის. "ეს იყო გრძელი და რთული გზა, ათობით მოლაპარაკება, თუმცა შედგეს მაინც მივაღწიეთ! მადლობა ჩვენს გმირ ჯარისკაცებს, მადლობა ყველა უკრაინელს, ვისაც გამარჯვების სურვილი აქვს და ამისთვის ყველაფერს აკეთებს. მოლაპარაკებების დროს ეს სურვილი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი არგუმენტი იყო. დიდი მადლობა გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს, ჩემს კოლეგას - გერმანიის ახლად დანიშნულ თავდაცვის მინისტრს , გერმანელ ხალხსა და ყველას, ვინც მხარი დაგვიჭირა! დიდება უკრაინას!", - განაცხადა რეზნიკოვმა.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)