|
2023-01-24 16:51:10, 4108 ნახვა
ომი უკრაინაში
ლუკაშენკო - უკრაინა თავდაუსხმელობის პაქტის დადებას გვთავაზობს
უკრაინა თავდაუსხმელობის პაქტის დადებას გვთავაზობს,- ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა. მისი თქმით, უკრაინელები მას სთხოვენ, რომ არც ერთ შემთხვევაში იომონ მათთან. "ერთი მხრივ, უკრაინელები გვთხოვენ, რომ არც ერთ შემთხვევაში ვიომოთ მათთან, რომ ჩვენი სამხედროები იქეთ არ დაიძრან. თავდაუსხმელობის პაქტის დადებას გვთავაზობენ. მეორე მხრივ კი, ამ ფეთქებად ნივთიერებას ამზადებენ და აიარაღებენ".- განაცხადა ლუკაშენკომ. ლუკაშენკოს თქმითვე, რომ არა ის, 2020 წლის საპროტესტო აქციების შემდეგ, ბელარუსში იმაზე უარესი ვითარება იქნებოდა, ვიდრე ახლა უკრაინაშია. "ცუდია, ქვეყანაში სიტუაცია ასე რომ წარიმართა. განსაკუთრებით, ჩვენი უკრაინის მიმართ. თუმცა, ეს ხომ ჩვენთვის გაკვეთილია. ყველა ათი მილიონისთვისა და სტუმრებისთვის, რომლებიც აქ, ჩვენთან არიან, ეს გაკვეთილია. უკვე ყველამ გაიგო: რომ არ გაგვეძლო 2020 წელს, ვიცით, რაც მოხდებოდა. უარესი იქნებოდა, ვიდრე უკრაინაშია. უკრაინა მდიდარია. ჩვენზე მდიდარი. აქ უარესი იქნებოდა. არ მსურს, მე ან თქვენ გიჩოქებდნენ და ამისთვის მადლობას გვიხდიდნენ, მაგრამ ყველასთვის ცხადია, რისთვისა და ვისი წყალობით გავუძელით",- დასძინა ლუკაშენკომ.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)