|
2023-01-24 11:18:00, 1715 ნახვა
ომი უკრაინაში
Rheinmetall - გერმანიის მთავრობის ნებართვის შემთხვევაში, კონცერნს შეუძლია, უკრაინას Leopard 1-ის და Leopard 2-ის ტიპის 139 ტანკი გადასცეს
გერმანული სამხედრო-სამრეწველო კონცერნი Rheinmetall-ი აცხადებს, რომ გერმანიის მთავრობის ნებართვის შემთხვევაში, შეუძლია, უკრაინას Leopard 1-ისა და Leopard 2-ის ტიპის 139 ტანკი გადასცეს. მათი ცნობით, 139 ტანკიდან, დაახლოებით 50 თანამედროვე Leoprad 2 იქნება. როგორც Rheinmetall-ის წარმომადგენელმა, გერმანულ მედიასთან საუბრისას განაცხადა, კონცერნი მზად იქნება, უკრაინას Leopard 2A4-ის ტიპის 29 ტანკი მიმდინარე წლის აპრილ-მაისში გადასცეს. ამასთან, იმავე მოდელის კიდევ 22 ტანკის შეკეთებას დაახლოებით ერთი წელი დასჭირდება და მათი უკრაინისთვის გადაცემა 2023 წლის ბოლოს ან 2024 წლის დასაწყისში იქნება შესაძლებელი. გარდა ამისა, Rheinmetall-ის მზადაა, უკრაინას Leopard 1-ის ტიპის 88 ტანკი გადასცეს. შეგახსენებთ, Leopard 2-ის ტანკებისა და სხვა სამხედრო ტექნიკის კიევისთვის გადაცემის საკითხი 50 ქვეყნის წარმომადგენლებმა "რამშტაინის" ბაზაზე, უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე განიხილეს, თუმცა Leopard 2-ის ტანკების მიწოდებაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. აშშ და სხვა მოკავშირეები ელოდნენ, რომ გერმანია თავად მიაწოდებდა უკრაინას სამხედრო ტექნიკას და სხვა ქვეყნებს, როგორც მწარმოებელი, რეექსპორტის საშუალებას მისცემდა. "რამშტაინის" ფორმატში შეხვედრის შემდეგ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ "მცირე კოალიციის" შექმნა დააანონსა და განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ გერმანია უკრაინას Leopard 2-ის ტანკებს არ გადასცემს, ვარშავა კიევს ტანკებით მაინც უზრუნველყოფს. აღნიშნულს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება მოჰყვა. ანალენა ბერბოკმა თქვა, რომ გერმანია არ არის წინააღმდეგი, პოლონეთმა უკრაინას Leopard 2-ის ტანკები გადასცეს.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)