|
2023-01-23 09:22:03, 1860 ნახვა
ომი უკრაინაში
მაკრონი უკრაინისთვის Leclerc-ის მძიმე საბრძოლო ტანკების მიწოდებას არ გამორიცხავს
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი არ გამორიცხავს, რომ უკრაინას Leclerc-ის მძიმე საბრძოლო ტანკები მიაწოდოს. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პარიზში, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. "რაც შეეხება Leclerc-ებს, მე ვთხოვე შეიარაღებული ძალების მინისტრს, რომ ემუშავა ამაზე. არაფერია გამორიცხული და ეს ნამდვილად კოლექტიურად ფასდება", - თქვა მაკრონმა. ამავდროულად, საფრანგეთის ლიდერმა დაასახელა სამი პირობა, რომლითაც შეიძლება ასეთი მიწოდება განხორციელდეს:
Leclerc-ის ტანკები დღეს ერთ-ერთ საუკეთესო საბრძოლო მასალად ითვლება, მაგრამ მათი სიმცირის გამო, უკრაინაში მიწოდების საკითხი სერიოზულად ჯერ არ განხილულა. აქამდე საფრანგეთი უკრაინას აწვდიდა სხვა ტიპის იარაღს - არტილერიას , საჰაერო თავდაცვის სისტემებს, ჯავშანტრანსპორტიორებს და ა.შ. იანვრის დასაწყისში მაკრონი პირველად დაჰპირდა უკრაინას AMX-10 RC საბრძოლო მანქანების მიწოდებას.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)